აგვისტოში "ოცნებას" 4 მლნ ლარი შესწირეს აგვისტოში "ოცნებას" 4 მლნ ლარი შესწირეს /> "/> " />


  23:51:19     02-09-2021

აგვისტოში "ოცნებას" 4 მლნ ლარი შესწირეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, "ქართული ოცნებისთვის" შეწირული თანხის ოდენობა მხოლოდ აგვისტოს თვეში 4 მილიონი ლარით გაიზარდა. პარტიას ფული 200-ზე მეტმა პირმა შეწირა.

"მაგალითად, შპს გზა, რომელიც 2005 წელს დაარსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ კომპანიის დაარსების დღიდან დღემდე კომპანიის დირექტორი და მისი პარტნიორი ერთი და იგივე პირები არიან, კერძოდ, ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას მალხაზ დუმბაძე იკავებს, ხოლო მისი ბიზნესპარტნიორი და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა. კომპანია 2011 წლიდან ჩნდება ელექტრონულ ტენდერებში, 2011-2021 წლებში მან ჯამში 183 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 74 შემთხვევაში გაიმარჯვა და კომპანიასთან 101,151,958 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. 29 შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია, ამ გზით მან 46,239,913 ლარის ხელშეკრულებები დადო. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, 2012-2021 წლებში ასეთი სულ 29 შემთხვევა ფიქსირდება. ამ გზით დადებული ხელშეკრულებების ღირებულება თითქმის 10 მლნ ლარია (9,589,167)", - ამბობენ ორგანიზაციაში.


ავტორი: პრესა.ჯი